დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 41, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 057 საიდანაც 2 825 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 528, აჭარაში – 224, იმერეთში – 381.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 54, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 10, იმერეთში – 14.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 131 პირი ემსხვერპლა.