დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 23, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947 საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 476, აჭარაში – 211, იმერეთში – 387.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 115, აჭარაში – 12, იმერეთში – 12.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა.