დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 418 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 57.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 653 საიდანაც: 2 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 418, აჭარაში – 154, იმერეთში – 338.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 657 პირი, მათ შორის, თბილისში – 303, აჭარაში – 43, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 104, აჭარაში – 7, იმერეთში – 14.
585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 218- აჭარაში. 5 476 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 237 პირი ემსხვერპლა.