ივნისი 29, 2021

ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან 122 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა – 41, იმერეთი – 122, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 29, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601 საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 467, აჭარაში – 154, იმერეთში – 318.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 594 პირი, მათ შორის, თბილისში – 298, აჭარაში – 41, იმერეთში -124. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში – 9, იმერეთში – 12.

611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 232- აჭარაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი ემსხვერპლა.