ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი „გლოვოს“ კურიერის სკუტერს დაეჯახა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასწრაფო დახმარების ჯგუფადგილზე დაგვიანებით მივიდა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.