დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 663 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 95, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 18, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081 საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 529, აჭარაში – 163, იმერეთში – 353.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 601 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 37, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – 7, იმერეთში – 10.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 327 პირი ემსხვერპლა.