ივლისი 1, 2021

გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას გირაო შეუფარდა.

მას სასამართლომ 6 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია 17 მარტს სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.