ივლისი 2, 2021

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს – იმერეთში 77 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 40, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430 საიდანაც: 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 557, აჭარაში – 159, იმერეთში – 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 607 პირი, მათ შორის, თბილისში – 316, აჭარაში – 34, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში – 6, იმერეთში – 10. 620 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 425 – თბილისში, 182- აჭარაში. 6 039 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა.