ივლისი 2, 2021

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა თანამდებობა დატოვა

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა.

სულხან თამაზაშვილს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის უფროსის თანამდებობა 2018 წლის ოქტომბრიდან ეკავა, მანამდე კი ის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას.