ივლისი 3, 2021

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელები მოედანზე გასვლაზე უარს აცხადებენ

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელები მოედანზე გასვლაზე უარს აცხადებენ, მიზეზი მიუღებელი ხელფასებია.

როგორც კლუბში აცხადებენ, 4 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში “ტორპედოს” სათადარიგო შემადგენლობით ითამაშებს.

ფინანსური პრობლემების გამო “ტორპედო” ოფიციალურად ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა უკვე დატოვა.

ქუთაისის “ტორპედოში” კვლავ მერის ბალანსზე არის. გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოხდა კლუბის იტალიელი ინვესტორისათვის გადაცემა , რომელმაც ტორპედოს მილიონზე მეტი თანხა გადაურიცხა.

რა გახდა შეთანხმების ჩაშლის მიზეზი, ამის შესახებ საუბარს ქუთაისში ყველა თავს არიდებს. “ნიუპრესის” ინფორმაციით, იტალიელი ინვესტორი მის მიერ დახარჯული თანხების უკან დაბრუნებას ითხოვს.