ივლისი 3, 2021

იმერეთში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 633 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 105, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 44, გურია – 5, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 81, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 063 საიდანაც: 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 639, აჭარაში – 167, იმერეთში – 381.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 620 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 31, იმერეთში -145.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში – 7, იმერეთში – 8. 747 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 553 – თბილისში, 182- აჭარაში.

6 409 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 347 პირი ემსხვერპლა.