„სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. საიტი booking.moh.gov.ge ჩაირთო.
პორტალი გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო. და მოქალაქეები ვაქცინაციისათვის საჭირო რეგისტაციას ვერ ახერხებდნენ.
სწორედ გუშინ, 3 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო სინოფარმზე რეგისტრაცია.
ჯანდაცვის უწყებაში საიტის გათიშვის მიზეზად კიბერშეტევა დაასახელეს, რის გამოც შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.