ივლისი 4, 2021

ტყიბულში მეშახტეები დახმარებას ხელისუფლებას დამხარებას თხოვენ

ტყიბულში მეშახტეებისა და კომპანიის მეორე შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. გაფიცული რჩება მეშახტეთა ნაწილი.

მათი თქმით, მათთვის მიუღებელია საბონუსე სისტემა და ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას ითხოვენ.

მეშახტეები დახმარებას ხელისუფლებას დამხარებას თხოვენ. ისინი ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რადგან მათ გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ.

ამ დროისთვის უცვლელი რჩება კომპანიის პოზიცია. “საქნახშირის” შეთავაზებად საბონუსე სისტემა რჩება.