ივლისი 5, 2021

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები მუშაობაზე კვლავ უარს აცხადებენ

პროტესტის მესამე დღე ტყიბულში. გაფიცული მეშახტეები მუშაობაზე კვლავ უარს აცხადებენ. ისინი ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას მოითხოვენ და საბონუსე სისტემაზე უარს აცხადებენ.

მათი თქმით, 7 ივლისს დაგეგმილი აქვთ მასშტაბური აქცია, რომელსაც მოქალქეებიც შეურთდებიან. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამ დრომდე უცვლელი რჩება კომპანია “საქნახშირის” პოზოცია და ხელფასის ფიქსირებულ გაზრდაზე უარს ამბობენ.