სოლიდარობის აქცია ქუთაისში. თბილისში განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.
“არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება” – ამ დევიზით მესხიშვილის თეატრის წინ მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისიფლებას აკისრებენ.
აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.