ივლისი 7, 2021

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები მერიასთან შეიკრიბნენ

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. პროტესტის მეხუთე დღეს მეშახტეები მერიასთან შეიკრიბნენ.

მათი მოთხოვნა ხელფასების ფიქსირებული გაზრდაა და პროტესტის გაგრძელებას აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

“ამ დრომდე არ შეგხვედრია ქალაქის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი”, – აცხადებენ გაფიცული მეშახტეები.

შეგახსენებთ, კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცული მეშახტეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.