ტყიბულში დაჭრილი მამაკაცს, რომელსაც დაზიანება სანადირო თოფით აქვს მიყენებული, პირველი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.