ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 415 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარა – 59, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 62, შიდა ქართლი – 38, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 60, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198 საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 804, აჭარაში – 151, იმერეთში – 402.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში – 343, აჭარაში – 38, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 5, იმერეთში – 12.