ივლისი 10, 2021

გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტიის ოფისი გახსნა

მოძრაობამ “საქართველოსთვის” ქუთაისში პირველი ოფისი გახსნა. ქუთაისში იმყოფებოდა მოძრაობის ლიდერი გიორგი გახარია. მან მხარდამჭერეს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.
გახარიამ აქცენტი გააკეთა ქუთაისის როლსა და განვითარებაზე. მისი თქმით, ყველა დაპირება გაცემულია და ახლა მოქმედების დროა.
გახარიამ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა და მისი პარტია ახალგაზრდებისთვის ღიაა. მან მხარდამჭერებს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე წარუდგინა. იმერეთს გიორგი გოგუაძე უხელმძღვანელებს.