ივლისი 13, 2021

“ლექSOSთვის”, დაისაჯოს ყველა დამნაშავე” – ჟურნალისტების აქცია ქუთაისში

“ლექSOSთვის, დაისაჯოს ყველა დამნაშავე” -ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი იმერეთიდან გამოუცხადეს.

მედია საშუალებების წარმადგენლები სომბოლურად მერიასთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს განვითარებულო მოვლენები დაგმეს.

ჟურნალისტების თქმით, მომხდარში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

დღეს ადგილობრივმა მაუწყებლებმა გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაგებად და სოლიდარობის მიზნით, რამდენიმე წუთით მაუწყებლობა შეაჩერეს.