ივლისი 21, 2021

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ისინი გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 29 მაისს დააკავეს. მათ ბრალად სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა ედებათ.

წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.