ივლისი 23, 2021

ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან 196 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა – 240, იმერეთი – 196, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 118, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 711, აჭარაში – 374, იმერეთში – 593.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 934 პირი, მათ შორის, თბილისში – 450, აჭარაში – 61, იმერეთში -205. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 4, იმერეთში – 11.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 656 პირი ემსხვერპლა.