ივლისი 23, 2021

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შეასხებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი იქნება.

“27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში 24 ივლისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 25 და 26 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება”, -ნათქვამია ინფორმაციაში.