დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთში – 220.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 573 საიდანაც: 4 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 780, აჭარაში – 407, იმერეთში – 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 956 პირი, მათ შორის, თბილისში – 455, აჭარაში – 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 5, იმერეთში – 11. 1 564 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 861 – თბილისში, 464- აჭარაში. 17 046 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 10.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 974 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 651 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 440, პირი, აჭარაში – 2 557, იმერეთში – 1 801.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა.