დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა – 443, იმერეთი – 322, ქვემო ქართლი – 111, შიდა ქართლი – 95, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 597 საიდანაც: 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 024, აჭარაში – 661, იმერეთში – 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში – 514, აჭარაში – 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 7, იმერეთში – 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 – თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.