აგვისტო 8, 2021

იმერეთში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა – 595, იმერეთი – 415, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 155, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 210, კახეთი – 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 187 საიდანაც: 6 511 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 055, აჭარაში – 876, იმერეთში – 938. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 308 პირი, მათ შორის, თბილისში – 582, აჭარაში – 132, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში – 192, აჭარაში – 16, იმერეთში – 18. 2 533 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 – თბილისში, 812- აჭარაში. 32 143 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 084 პირი ემსხვერპლა.