“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება, – ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ნიუპრესის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს დღეს საღამოს, 9 საათზე პარტიის ოფისში დაასახელებს. კოვიდრეგულაციების გამო ხალხმრავალ პრეზენტაციაზე უარი ითქვა.
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში ქალაქის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება, ბათუმში გიორგი კირთაძე, ფოთში – თინა ბოკუჩავა. გორის კანდიდატი ვასილ მახარაშვილი იქნება, თელავის – გიორგი ბოტკოველი.