დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა – 739, იმერეთი – 626, შიდა ქართლი – 257.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 704 საიდანაც: 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან იმერეთში – 1 036. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 482 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, 3 555 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 18 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 063 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 989, პირი, აჭარაში – 7 875, იმერეთში – 5 115.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 590 პირი ემსხვერპლა.