47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ის შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.
ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.
აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.
კლინიკის ინფორმაციით, დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.