აგვისტო 24, 2021

ვანში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ფეხმძიმე გოგო ემსხვერპლა

ვანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ნანუკა დვალიშვილი ემსხვერპლა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს სოფელ ციხესულორთან შეეჯახა, რის შედეგადაც ორსული ქალი გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.