Stop.cov.ge- ის მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5021 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 58 პირი. ასევე, გამოჯანმრთელდა 5041 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 53747, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33312, PCR ტესტით – 20435.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა – 599, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 333, შიდა ქართლი – 331, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 336, კახეთი – 446, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური – 9,52%, ბოლო 14 დღის – 10,84%, ბოლო 7 დღის – 10,57%.
კლინიკურ სასტუმროში 3304 პირი გადის მკურნალობას.
კარანტინის რეჟიმში 95 პირი არის მოთავსებული.