აგვისტო 26, 2021

ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან 462 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 540 შემთხვევა, აჭარა – 494, იმერეთი – 462, ქვემო ქართლი – 312, შიდა ქართლი – 274, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334, კახეთი – 361, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც: 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 134, აჭარაში – 1 024, იმერეთში – 1 074.

ამ ეტაპზე მძიმეპაციენტია 1 563 პირი, მათ შორის, თბილისში – 650, აჭარაში – 163, იმერეთში – 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 34, იმერეთში – 27.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა. მხოლოდ აგვისტოში ინფექციით 1208 ადამიანი გარდაიცვალა.