აგვისტო 28, 2021

4247 ახალი შემთხვევა და 74 გარდაცვლილი -28 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა – 456, იმერეთში – 447.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 693 საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 232, აჭარაში – 1 010, იმერეთში – 1 171.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 624 პირი, მათ შორის, თბილისში – 695, აჭარაში – 159, იმერეთში – 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 40, იმერეთში – 26.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.