აგვისტო 31, 2021

ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან 608 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა – 423, იმერეთი – 608.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 181, აჭარაში – 993, იმერეთში – 1 125.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში – 705, აჭარაში – 157, იმერეთში – 353.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 40, იმერეთში – 23.

2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 408 პირი ემსხვერპლა.