სექტემბერი 1, 2021

“ქართულმა ოცნებამ” აგვისტოში 5 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო

აგვისტოში პარტიებმა, შემოწირულებების სახით, ჯამურად, 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახური აცრცელებს. ამავე ინფორმაციით, აქედან თითქმის 5 მილიონამდე, მთლიანი თანხის 87 პროცენტი მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

აგვისტოში პოლიტიკური პარტიებმა შემოწირულობების სახით მიიღეს:

1. ქართული ოცნება – 4 987 854 ლარი

2. „საქართველოსთვის“ – 324 500 ლარი

3. „ლელო“ – 169 500 ლარი

4. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 117 480 ლარი

5. „ევროპული საქართველო“ – 54 886 ლარი

6. „დროა“ – 31 468 ლარი

7. „ევროპელი სოციალისტები“ – 25 000 ლარი

8. „ხალხისთვის“ – 14 207 ლარი

„სტრატეგია აღმაშენებელს“, „მოქალაქეებს“ და “გირჩს” შემოწირულობა არ უფიქსირდებათ.