დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 206 შემთხვევა, აჭარა – 295, იმერეთი – 453.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც:
7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 137, აჭარაში – 933, იმერეთში – 1 128.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 608 პირი, მათ შორის, თბილისში – 686, აჭარაში – 192, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 229, აჭარაში – 37, იმერეთში – 34.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 563 პირი ემსხვერპლა.