სექტემბერი 5, 2021

გიორგი გახარიამ ქუთაისის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე წარადგინა.

რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს სიის წევრებს, ესენი არიან: ელეონორა არჩაია, ნინო ჩიკვაშვილი, კახა ჩხეტიანი, ბადრი კაპეტივაძე, ნიკოლოზ კილასონია, ირმა ქურასბედიანი, ზურა კაპანაძე.

მაჟორიტარების სია კი ასეთია: გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია მათე ზოსიაშვილი, უქიმერიონის – მაკა ბერაია, საფიჩხია, კახიანოურისა და მუხნარის – თამუნა ნიკოლეიშვილი, სულხან- საბას/ ვაკისუბნის – გიორგი სილაგაძე, ნიკეა-ძელქვიანის – ედიშერ მიქაბერიძე, ავტოქარხნის- ალეკო თამაზაშვილი, ქალაქ-მუზეუმის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია ლაშა ლაღიძე.

გიორგი გახარიას თქმით, ერთიანდებიან საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. როგორც გახარიამ სიის წარდგენის დროს განაცხადა, სიტყვებს – „არავის წინააღმდეგ“ პრინციპული მნიშვნელობა აქვს.