სექტემბერი 6, 2021

ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან 175 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 175.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 031, აჭარაში – 843, იმერეთში – 1 102.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 572 პირი, მათ შორის, თბილისში – 687, აჭარაში – 179, იმერეთში – 340.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 241, აჭარაში – 47, იმერეთში – 35.

2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 124 – თბილისში, 712 – აჭარაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 867 პირი ემსხვერპლა.