სექტემბერი 8, 2021

ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან 414 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა – 224, იმერეთი – 414, ქვემო ქართლი – 195, შიდა ქართლი – 172, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 204, კახეთი – 242, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153 საიდანაც 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 808, აჭარაში – 732, იმერეთში – 1 077.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 654, აჭარაში – 152, იმერეთში – 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 34, იმერეთში – 29.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი ემსხვერპლა.