ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა – 249, იმერეთი – 342, ქვემო ქართლი – 170, შიდა ქართლი – 142, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი – 211, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც:
6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 743, აჭარაში – 721, იმერეთში – 1 081.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში – 650, აჭარაში – 167, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 32, იმერეთში – 30.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.