სექტემბერი 10, 2021

ევროპარლამენტი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის

ევროპარლამენტი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს“, – წერს ევროპარლამენტარი.