დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა – 211, იმერეთი – 335.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც:
6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 167, იმერეთში – 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 089 პირი ემსხვერპლა.