სექტემბერი 11, 2021

2 533 ახალი შემთხვევა და 57 გარდაცვლილი -11 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 762, ხოლო გარდაიცვალა — 57 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 177, იმერეთი – 422.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538 საიდანაც:

6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 716, იმერეთში – 1 099.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 165, იმერეთში – 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.