“განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის 15 გამოცხადებული ტენდერიდან 11-ში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც მანამდეც ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერებს იგებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. ორგანიზაციის კვლევების თანახმად, “განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის 500 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 350 მლნ – ბიუჯეტის, ხოლო 150 მლნ ლარი დონორის დაფინანსებაა. 15 ტენდერიდან 6-ში გამარჯვებული შპს საბა კონსტრაქშენი გახდა, აქედან 3 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. საბა კონსტრაქშენი წლების განმავლობაში საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იმარჯვებდა. 5 შემთხვევაში გამარჯვებული შპს დაგი გახდა, მას კონკურენტი არცერთ ტენდერში არ ჰყოლია. შპს დაგი “ინფრასტურქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრია და სახელმწიფო სტრუქტურებთან საკმაოდ ძვირადღირებული ტენდერები აქვს გაფორმებული.
სექტემბერი 19, 2021
რეგიონებში პროექტების უმეტესობას “საბა კონსტრაქშენი” და “დაგი” განახორციელებენ