სექტემბერი 20, 2021

ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 102 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 534 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563 530.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 575 პირი ემსხვერპლა.