სექტემბერი 22, 2021

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. სანიაღვრე არხები წყლის გატარებას ვერ ახერხებენ.

უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და საავტომობილო გზები.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.