ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი იწვის. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.