დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 92, შიდა ქართლი – 72, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 250, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635 საიდანაც:
4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 820, აჭარაში – 478, იმერეთში – 945.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში – 410, აჭარაში – 128, იმერეთში – 299. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი, მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 32, იმერეთში – 33.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა.