სექტემბერი 26, 2021

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა

უთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედინიცო დახმარების ჯგუფები.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორი არასრულწლოვანი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებელბის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევა რიონის დასახლებაში მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.