დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 392, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი – 413, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 539 საიდანაც: 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 608, აჭარაში – 422, იმერეთში – 901. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 386, აჭარაში – 122, იმერეთში – 305. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 21, იმერეთში – 31. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 372 – თბილისში, 215 – აჭარაში. 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 884 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.96%.